საბჭოთა მემკვიდრეობა - „ ესტონური დღეები“

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები და განსაკუთრებით, რუსეთის უშუალო მეზობლები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ესტონეთი, რომელიც წლებია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანაა, პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკაში საბჭოთა გზავნილებს ხედავს.

საქართველოს პირველი არხის ეთერში წარმოგიდგენთ, ესტონურ დღეებს და გაჩვენებთ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ საბჭოთა რეჟიმიდან თავისუფლებამდე გაიარა. როგორ გამოიყურება საბჭოთა მემკვიდრეობა დღეს ტალინში და რას ნიშნავს ესტონელებისთვის საბჭოთა წარსულის გაანალიზება – გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია შექმნეს.

გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე ესტონეთიდან.