რვა ლიეტუველი ფოტოგრაფის გამოფენა

ფოტოებით გაცოცხლებული 80-იანი წლების თბილისი და საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ყოველდღიურობა. 60-70-იანი წლების ცნობილი რვა ლიეტუველი ფოტოგრაფის მიერ თითქმის 40 წლის წინ გადაღებული სურათები საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს. ლიეტუვური ფოტოხელოვნება და განსხვავებული ხედვის მქონე სკოლის შემქმნელთა შემოქმედება ასეთი მასშტაბით საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი.

გამოფენილი 1300-მდე ფოტო საბჭოთა რეჟიმის აკრძალვებს, ცენზურას და და ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ისტორიის გარდამტეხ პერიოდს ასახავს. ექსპოზიცია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში 10 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.