101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

23:48, 25.02.2022

ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს ისტორიისთვის.

101 წლის წინ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და საბჭოთა რეჟიმის მმართველობა დამყარდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა. მანამდე იყო დედაქალაქის შემოგარენში უთანასწორო შეტაკებები, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების – იუნკერების სახით.

თითქმის საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. იუნკრებმა გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს მათი დიდი ნაწილი დაიღუპა.

ქვეყანა ტრაგიკულ თარიღს და საკუთარ გმირებს იხსენებს.

მსგავსი