ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს ისტორიისთვის.
101 წლის წინ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და საბჭოთა რეჟიმის მმართველობა დამყარდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა. მანამდე იყო დედაქალაქის შემოგარენში უთანასწორო შეტაკებები, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების – იუნკერების სახით.
თითქმის საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. იუნკრებმა გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს მათი დიდი ნაწილი დაიღუპა.
ქვეყანა ტრაგიკულ თარიღს და საკუთარ გმირებს იხსენებს.