რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხუთი დარტყმა განახორციელეს რუსეთის არმიის პოზიციებზე. სამიზნე გახდა ტექნიკა და ცოცხალი ძალა. პარალელურად, ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ხარკოვის ქალაქ კუპიანსკზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დანგრეულია მუზეუმის შენობა. რუსებმა ასევე დაბომბეს ქალაქი ნიკოპოლიც, დაშვებულია ორი ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ უკრაინის ტერიტორიაზე ექვსი საავიაციო შეტევა განახორციელა. პარალელურად, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს ცნობებს, რომ რუსი სამხედროები ნელა, თუმცა, წინ მიიწევენ დონეცკის რაიონის ქალაქ ბახმუტის დასავლეთ ნაწილისკენ. ქალაქთან ინტენსიური ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ბოლო გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების ჯგუფის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ისაუბრა, სადაც რუსეთის მიმართ აკრძალვების გაფართოებაა შესაძლებელი.