თავდაცვის აკადემიის სტუდენტები აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ეწვივნენ.

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დაათვალიერეს უახლესი სპეცტექნიკა, თვითმფრინავების სადგომი და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის ტერმინალები, რომლის გეგმიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თბილისისა და ბათუმის ოპერატორმა, კომპანია Tav Georgia-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა. მოგვიანებით, იუნკრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აკადემიაში უმასპინძლა და საქართველოს საავიაციო ბაზარსა და აეროპორტების გაერთიანების საქმიანობაზე ესაუბრა.