რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

სივრცე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს აცოცხლებს.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნა. დამთვალიერებელი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა უმძიმეს ისტორიებს გაეცნობა, რომლებიც საარქივო ჩანაწერების, ნივთების და კერძო კოლექციებიდან შეგროვილი ხელნაწერების სახითაა წარმოდგენილი. გამოფენილია ისტორიული მასალები იმ მწერლების შესახებ, რომლებსაც წინა საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მუზეუმში წარმოდგენილი მასალები კარგად აჩვენებს, როგორ ცდილობდა საბჭოთა რეჟიმი ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის წართმევას. საარქივო მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ ქართველი მწერლები ყველა გზით ცდილობდნენ რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რაც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი დამთვალიერებელს ხვალიდან მიიღებს.