რარიტეტები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი ახალი რარიტეტული გამოცემებით შეივსო.

უნიკალურ ექსპონატებს შორისაა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, ასევე შაჰნამეს ილუსტრაციები. ბოლო ერთ წელში მოძიებული იშვიათი გამოცემები კერძო კოლექციონერებისგანაა შეძენილი, თითოეული მათგანი ახლა კვლევის საგანია.

კვლევასთან ერთად უნიკალური მასალები – ფოტოები, ნახატები და ილუსტრაციები დამუშავების პროცესს გადის. ამის შემდეგ აქამდე უცნობი ექსპონატები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ფორმით გახდება.