მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სოფელ ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით, საფლავთან მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ მიერ გაიმართა ტრადიციული რიტუალი, წაიკითხეს მიხა ხელაშვილის ლექსები. ღონისძიების დასასრულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა 25 სარიტუალო გასროლა შეასრულა.

მიხა ხელაშვილს 2022 წელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.