25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

10:32, 25.02.2022

საქართველოში ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ თარიღი, 25 თებერვალი სწორედ რუსულ აგრესიას უკავშირდება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი, კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. კოჯორში შეიკრიბნენ დღეს პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან ასევე უმრავლესობიდან. ისინი ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მსგავსი