მგზავრთა გადაყვანის ახალი სტანდარტი საქართველოს რეგიონებში

2025 წლისთვის საქართველოს რეგიონებში მგზავრთა გადაყვანის ახალი სტანდარტი სრულად უნდა ამოქმედდეს. ამას ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად უნდა შევიდეს. საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულირების ქვეშ ექცევა.