მეშახტეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ და ხვალინდელ აქციას აანონსებენ. მანმადე კი „საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები დატოვეს.
ტყიბულში დილიდან მეშახტეთა პროტესტი მიმდინარეობდა, სადაც „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შეცვლას, 16 ივლისს მომხდარი შემთხვევის ობიექტურ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და შახტში პროფესიული კადრების დანიშვნას მოითხოვდნენ.