„საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა

საქნახშირმა“ მუშაობა შეაჩერა – საწარმოს 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამუშაო პროცესი ორი კვირით შეჩერდა. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი იზოლაციაში გადავა. მათ კოვიდსასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებასა და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს.