აგროგამოფენა „ექსპო-ჯორჯიაში“
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება — Agro Food Expo Georgia – 2026 იმართება. წელს გამოფენაში რვა ქვეყნიდან 100-მდე კომპანია მონაწილეობს. პროდუქტებისა და სერვისების წარდგენის პარალელურად, Agro Food Expo Georgia – 2026 წელს აგრარულ ფორუმსაც მასპინძლობს.
გამოფენის ფარგლებში, პავილიონში არაერთი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ფერმერთა ყოველდღიურ საჭიროებებსა და დარგის განვითარების გრძელვადიან ხედვებს განიხილავენ. გამოფენა თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტარდება.