საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.