შრომის უსაფრთხოება და გამოწვევები

კიდევ ერთი ტრაგედია ტყიბულში.

ქვანახშირის კარიერში ჩავარდნილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ღია ტიპის კარიერში მოხდა. გარდაცვლილი „საქნახშირში“ ელმავლის მემანქანედ მუშაობდა, თუმცა როგორც ირკვევა, მომხდარის დროს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები შარშანდელი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ შეჩერებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წიაღისეულს მათი ყოფილი ქვეკონტრაქტორები ადგილზე უკანონოდ მოიპოვებდნენ, რაზეც შესაბამის უწყებებს რეაგირებაც მოსთხოვეს.

როგორც „საქნახშირში“, ისე სახელმწიფო უწყებებში მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.