მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში

მეექვსე დღეა, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაფიცულები არიან. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით გაზრდას სთხოვენ. კომპანიის პოზიცია ცნობილია – ხელფასის ფიქსირებული რაოდენობით ზრდა არ იგეგმება და დასაქმებულებს მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების სახით მოემატებათ ხელფასი. ეს პირობა მიუღებელია მეშახტეებისთვის. ისინი სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები მოლაპარაკებათა პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართვას ითხოვენ. დღესვე, 12:00 საათისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ დაგეგმილია აქცია, რომელშიც მეშახტეების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.