მეშახტეების პროტესტი ტყიბულში

დილის 9 საათიდან განაახლეს საპროტესტო აქცია ტყიბულში მეშახტეებმა. ისინი შახტში სამუშაოდ არ მიდიან, მოთხოვნა კი, ხელფასების 300 ლარით გაზრდაა. გაფიცული მეშახტეები „მინდელის“ შახტის მიმდებარედ არიან შეკრებილები და კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ გუშინ შეიკრიბა საკონსულტაციო საბჭო და მეშახტეთა მოთხოვნაზე იმსჯელეს, კომპანია მათ ხელფასის ბონუსური სისტემით გაზრდას სთავაზობს.

„მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების“ თავმჯდომარის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, დღესაც იგეგმება მეშახტეებისა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მეშახტეთა მოთხოვნები განიხილება.

მოამბე