ტყიბულში მომხდარ შემთხვევას შრომის ინსპექცია სწავლობს

დაშავებულების გარდა, ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე უკვე დაწყებულია. „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისიაც მუშაობს. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კი შახტის მუშაობა სამი დღით შეჩერებულია. შემთხვევის ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები აგრძელებენ მოკვლევას. რაც შეეხება შსს გამოძიებას, ის სსკ-ს 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი