შეთანხმება მაღაროელებთან

„საქნახშირსა“ და პროფკავშირების გაერთიანებას შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულების ეფექტიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, საწარმოო პროცესებისთვის სტაბილური გარემოს შექმნისა და კომპანიის თანამშრომლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, პროფკავშირს შუამავლის როლი ეკისრება. ის დაიცავს პროფკავშირის წევრი დასაქმებულების ინტერესებს, ხელს შეუწყობს დამსაქმებელს პროფკავშირის წევრების მობილიზაციაში საწარმოს წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის.

ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის პირველი მაისიდან შევა.