ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის მერიის პასუხს ელოდება. თუ დედაქალაქის მთავრობა ოქტომბრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს არ გადადებს ან გააუქმებს, მძღოლები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებით იმუქრებიან.
პირველი გამაფრთხილებელი აქცია დღეს მოეწყო. უკმაყოფილების მიზეზია ტაქსების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ის რეგულაციები, რომლის მიხედვით მანქანის ფერზე შეზღუდვა წესდება, მარჯვენასაჭიანი ტაქსებით მომსახურება კი იკრძალება.
ფერთან დაკავშირებით დღეს მერია გარკვეულ დათმობაზე წავიდა, თუმცა მძღოლებისთვის ქალაქის მთავრობის ახალი შეთავაზებაც მიუღებელია.