კომპანია „ბოლტის“ მძღოლების აქცია

„ბოლტის“ მძღოლებმა დღეს უნივერსიტეტის ქუჩაზე აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომლები მგზავრების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, დეკემბრიდან კომპანიამ ტაქსის მომსახურებაზე ტარიფები მძღოლების ანაზღაურების შემცირების ხარჯზე დააკლო. ბოლტის მძღოლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელთან პირისპირ შეხვედრა არ შედგა. „ბოლტის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას „ვოლტის კურიერები შეუერთდნენ, რომლებმაც დღესვე აქცია გამართეს ვარდების მოედანზე და შრომითი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.