ტაქსის მძღოლების აქცია

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. ისინი „ბე“ კატეგორიის ტაქსების ავტობუსის ზოლში დაჯარიმებას და ტარიფებს აპროტესტებენ. ტაქსის მძღოლების განცხადებით, ხშირად მგზავრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბასლაინის გადაკვეთა უწევთ, რა დროსაც უკონტაქტო პატრული აჯარიმებთ. მათი განმარტებით, გარკვეულ კომპანიებს აღნიშნულ ჯარიმებზე პასუხისმგებლობა აღებული არ აქვთ. ასევე, ტაქსის მძღოლების განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ, რის გამოც, კვლავ ბასლაინების გადაკვეთა და მოცდა უწევთ. აქციის მონაწილეები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათ რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა გამართეს.