რიკოთის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების გაფიცვა

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში რიკოთის გვირაბთან. მძღოლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და არანორმირებული სამუშაო საათებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ჩინური კომპანიის 14 მძღოლი უკვე მეორე დღეა გაფიცულია. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. რამდენიმე წუთის წინ მოლაპარაკება გაიმართა ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულებს შორის. მოლაპარაკების შემდეგ გაფიცულებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი აქციას არ წყვეტენ და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან დამსაქმებლისგან.