სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების აქცია – ისინი მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი უკვე რამდენიმე თვეა, ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმებულები დასაჯა და წლის ბოლოს დანამატის სახით ხელფასის მხოლოდ 70 პროცენტი აიღეს. მათივე ინფორმაციით, პირველი იანვრის შემდეგ გაუქმდა პერსონალისა და სასწრაფოს მანქანების დაზღვევაც. მიზეზი უცნობია.