მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პირველი სხდომა მიმდინარეობს
არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე პროცესზე დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, გურწიევსა და ტაბოევს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის მიუძღვით ბრალი.