გიორგი გახარია - გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად“, –  განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს, არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლებისგან“, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს.