აქცია მცხეთის სასამართლოსთან

„კლანი უნდა წავიდეს“  – ამ ლოზუნგით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ აქცია გამართა. ბესელიას განცხადებით, არჩევნებთან ერთად სასამართლო კლანიც უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან აქციის გამართვა სიმბოლურია, რადგან ის ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილია. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.