სასამართლო პროცესი

მცხეთის სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტების, ირაკლი ქართველიშვილის, ბექა ნათელაშვილის, მიხეილ ქუმსიშვილის და ლევან ლელაშვილის პროცესი ჩატარდა.

საქმე მოსამართლე ბადრი შონიამ განიხილა. „გაბედეს“ წევრებს  წვრილმან   ხულიგნობას ედავებიან. პროცესზე  დაცვის მხარის შუამდგომლობით, რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. ასევე გამოიკითხნენ პოლიციელებიც, რომლებმაც აქტივისტები დააკავეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალებიც განიხილა. რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.