მარია ზახაროვა: ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა

„არჩილ ტატუნაშვილის საქმემ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელი შეუშალა,“ – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრისას გააკეთა. ზახაროვამ ტატუნაშვილის მკვლელობას ისევ სამწუხარო ინციდენტი უწოდა და განაცხადა, რომ საქმის გარშემო ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაცია აგორდა. ამასთან ერთად, ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, „თუმცა, ამისთვის, მისივე თქმით, საჭიროა, უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, რაზეც საქართველოს მთავრობა ჯერ უარს ამბობს“.