მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს.
ტურისტები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც უშბის მიმართულებით გამყოლი გიდის გარეშე დღეს დილით წავიდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.