დაკავება უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე

პოლიციამ უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა, ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. პოლიციამ კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი დააკავა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.