მაშველებმა დაშავებული ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს

მაშველებმა, დაშავებულ ტურისტს, რომელიც  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იმყოფებოდა, დახმარება აღმოუჩინეს. 112-ში შესული შეტყობინებიდან მალევე, მაშველებმა ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან ჩაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება  მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ტურისტი ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფისა და დიდი მანძილის გამო, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

დატოვე კომენტარი