მაშველებმა გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახური იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.