მაშველებმა გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახური იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.