ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში

პირველად საქართველოს ისტორიაში, გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის, 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

ჩემპიონატში პირველად მონაწილეობენ ქართველებიც. მიმდინარე წლის თებერვალში, „სნოუბორდ კროსის“ დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყურადღება ისევ მიიპყრო და გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა.