მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა. სამსართულიანი შენობა ავარიული იყო და ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში იქ უკვე რამდენიმე წელია, არავინ ცხოვრობდა. ნგრევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ასევე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ისნის გამგებლის ინფორმაციით, მომიჯნავე სახლებიც ავარიულია და მაცხოვრებლებს სურვილის მიხედვით, სასტუმროში გადაიყვანენ.