ხმაური კეკელიძის ქუჩაზე

თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცესი დასრულებულია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბინაში შესვლას დილიდან ცდილობდნენ. ბინის მეპატრონესა და სამოქალაქო აქტივისტებს შესასვლელი კარი შედუღებული ქონდათ, რის გამოც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს კარის გაჭრა მოუწიათ. დილიდან კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი ქონდათ ოჯახის მხარდამჭერებს. დღის განმავლობაში კეკელიძის ქუჩაზე დაახლებით 20-მდე მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ასევე რამდენიმე მოქალაქემ აღსრულების პოლიციის ავტომობილს უროთი დაზიანებები მიაყენა, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა დააკავეს.