დაკარგული ტურისტი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
კობი-გუდაურის ტერიტორიაზე, ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 50 მაშველი იყო ჩართული, დასრულებულია.
ცხედარი უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.  მთის კურორტების განვითარების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტი გაუკვალავ თოვლში აკრძალულ ზონაში საძელეს მთაში სრიალებდა და შესაბამისი მოწყობილობა არ გააჩნდა, რომლის საშუალებითაც  მაშველებს შესაბამის სიგნალს გაუგზავნიდა და მათ მისი დროულად მოძებნის საშუალებას მისცემდა.
აკრძალულ ზონაში სულ ოთხი პირი სრიალებდა, რამაც, სავარაუდოდ, ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. სამი მათგანი ზვავს გადაურჩა. კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავი გუშინ დაახლოებით 13 საათისთვის ჩამოწვა.