შემთხვევა თუშეთის გზაზე

უბედური შემთხვევა თუშეთში. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 22-ე კილომეტრზე ტურისტი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 7 ჰოლანდიელი ტურისტი ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გზიდან ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უბედური შემთხვევა ზუსტად იმ ადგილზე მოხდა, სადაც ერთი თვის წინ ხევში სატვირთო ავტომობილი გადავარდა, რასაც მაშინ ასევე მსხვერპლი მოჰყვა.