ტურიზმის სტატისტიკა

2020 წლის იანვარში, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.  ჩვენს ქვეყანაში 633,201 ტურისტი შემოვიდა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით, 19.8%-ია.  ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. 2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და  თურქეთიდან შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია პოლონეთი საფრანგეთი და ლიეტუვა.