ვითარება სტიქიის ზონაში

უმძიმესი კადრები ფშავიდან.

მოტოციკლით გზის სავალ ნაწილზე მიმავალი ტურისტი ღვარცოფმა მოიყოლა. მცხეთა-მთიანეთის ნაწილი სტიქიის მძიმე შედეგების გამო გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. შატილისა და ბარისახოსკენ მიმავალი გზა კვლავ ჩახერგილი რჩება. ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. მდინარე თერგის ადიდების გამო საავტომობილო მოძრაობა შეწყდა ლარსისკენ მიმავალი გზის გარკვეულ მონაკვეთებზეც, დროებით დაიხურა საბაჟო-გამშვები პუნქტი. ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. მძიმე სურათია მლეთაში, სადაც წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.