მარკ ცუკერბერგი ენერგეტიკის და ვაჭრობის კომიტეტის წევრების შეკითხვებს პასუხობს
წარმომადგენელთა პალატაში იმყოფება ამ წუთებში ფეისბუქის დამფუძნებელი. ის ენერგეტიკის და ვაჭრობის კომიტეტის წევრების შეკითხვებს პასუხობს. მანამდე მარკ ცუკერბერგი სენატორების წინაშე წარდგა.
მულტიმილიარდერი 5 საათის განმავლობაში პასუხობდა შეკითხვებს, რომელთაც უმეტესობაც კემბრიჯ ანალიტიკასთან კავშირს და მომხმარებელთა პირადი მონაცემების ხელყოფას უკავშირდებოდა.
თავის გამოსვლაში ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა და განაცხდა, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემები სათანადოდ დაცული არ ყოფილა. მან ასევე დაადასტურა, რომ ფეისბუქის თანამშრომლებს ყოველდღიურად უწევთ გამკლავება რუსებთან, რომლებიც სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ.
სენატში გამოსვლით ფეისბუქის დამფუძნებლის ინვესტორები კმაყოფილები დარჩნენ. სოციალური ქსელის აქციები 5 პროცენტით გაძვირდა, რამაც ცუკერბერგს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოუტანა.