სააკაშვილის პოსტი და გამოხმაურება 

მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკის ადრესატი გახდა მიხეილ სააკაშვილი მის სოციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების გამო.

სააკაშვილს და მის პარტიას ხელისუფლება ადამიანების ტრაგედიის პოლიტიკური მოტივებით გამოყენებაში ადანაშაულებს. სააკაშვილის თანაპარტიელები კი ამბობენ, რომ ჯერ დადგენილი არაა როგორ მოხვდა ეს სტატუსი სააკაშვილის „ფეისბუქ“-გვერდზე თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია. რაც შეეხება სტატუსს, თავად სააკაშვილმა განმარტა, რომ მის სოციალურ გვერდზე გავრცელებული სტატუსი, რომელიც მალევე წაიშალა, მას არ დაუწერია და სავარაუდოდ სუს-მა მოახერხა მისი პირადი გვერდის გატეხვა. რაც შეეხება „ფეისბუქ“-სტატუსს, იქ საუბარი იყო კოვიდით გარდაცვლილებზე და ეწერა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს ეს ტრაგედია მმართველ გუნდს დამსახურებულად მიეწეროს და ეს იქნება საბოლოო განაჩენი, ამისთვის კი საჭიროა მძლავრი კამპანიის ჩატარება.

დატოვე კომენტარი