მარკ ცუკერბერგის განცხადება

Facebook-ის დამფუძნებლის განცხადებით, სოციალური ქსელის შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელება კოორდინირებულად ხდება. მარკ ცუკერბერგი ეთანხმება მსხვილი ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობას. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებში სიცხადის შესატანად, რეგულაციები აუცილებელია და მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები მავნე კონტენტის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანია. მისი ინფორმაციით, „ფეისბუქის“ მიერ, 2021 წელს მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 5 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული. ბოლო პერიოდში წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები „ფეისბუქის“ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ წერენ. როგორც ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, კომპანიის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა.