„ფეისბუქის“ გუნდი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მიზანია Facebook-ის საშუალებით ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოვლენაზე, გადავწყვიტეთ მას ახალი ფუნქცია დავუმატოთ. იმ ადამიანებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციას მოიწონებენ, კომენტარს გააკეთებენ ან თუნდაც გააზიარებენ, კონკრეტულად იმ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ფეისბუქისგან შეტყობინება მიუვათ“ – ეს სიტყვები იმ სტატიიდანაა, რომელიც მათ ოფიციალურ საიტ About Facebook-ზე 12 მაისს გამოქვეყნდა. უახლოეს კვირებში ფეისბუქის მომხმარებელი შეძლებს აიცილოს როგორც ცრუ ინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ, ასევე მიღებული გამაფრთხილებელი შეტყობინების საშუალებით გადავიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ გვერდზე და იხილოს ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია – ვრცლად მანუ მურღულიას სიუჟეტში.

ახალი დღე