გათიშული „ფეისბუქი“ და ერთ ღამეში დაკარგული 6 მილიარდი

6 საათში დაკარგული 6 მილიარდი დოლარი – ასეთი შედეგით დასრულდა ე.წ. შავი ორშაბათი „ფეისბუქის“ დამფუძნებლისთვის.

ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ხარვეზის გამო „ფეისბუქი“ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მილიონობით მომხმარებელისთვის სრულიად ბლოკირებული აღმოჩნდა. არ მუშაობდა არც კომპანიის კუთვნილი „ინსტაგრამი“ და მესენჯერივოთსაფი“. მომხდარის მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელეს. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „ფეისბუქის“ გათიშვა სოციალური ქსელის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება. კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა მომხმარებლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე წინ ფინანსურ მოგებას აყენებს. ბრალდებები „ფეისბუქის“ ყოფილმა თანამშრომელმა სენატის დღევანდელ მოსმენაზეც გააჟღერა.