მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ უკრაინული პორტები რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე ხდება.
თავდასხმის შედეგად მწყობრიდანაა გამოსული ჩერნომორსკის პორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, განადგურდა 60 ათასი ტონა მარცვლეული, რომელიც ჩინეთში უნდა გაეგზავნათ. კიევს შავი ზღვის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშე სურს. მოსკოვი კი დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე, მარცვლეულის გადაზიდვა საფრთხის შემცველი იქნება. მსოფლიო სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად უკრაინა და ევროკავშირი ახლა მარცვლეულის გადაზიდვის ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ამ ფონზე უკრაინის მეზობელი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რომ მათ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის ვადა გაახანგრძლივოს. პოლონეთი საზღვრის ჩაკეტვასაც კი არ გამორიცხავს, რის გამოც კიევი ვარშავას აკრიტიკებს.