რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეტევა დონეცკის ოლქის რვა რაიონში მოიგერიეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, სარაკეტო იერიშები ასევე განხორციელდა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. კრამატორსკში რუსეთის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სამედიცინო დაწესებულება.

თავის მხრივ, უკრაინის ავიაციამ რუსეთის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რაიონებში 14 დარტყმა განახორციელა, ოთხი კი კი რუსეთის ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. იერიშების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ ხერსონიდან ხანდაზმულებისა და ბავშვების ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.