საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა – გავრცელებული ცნობით, შენობაში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. მთავრობა და სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.